სამეცნიერო ჟურნალს Academia  გამოსცემს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2001 წლიდან. ჟურნალის მთავარი მიმართულებებია: ხელოვნება, არქიტექტურა, ხელოვნების ისტორია და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებანი. 

ჟურნალში Academia იბეჭდება ორიგინალური ნაშრომები, რომლებიც მანამდე არ ყოფილა გამოქვეყნებული. სტატიები ქვეყნდება ქართულ ენაზე, ინგლისური რეზიუმეს თანხლებით.

ჟურნალი Academia თავისუფალია წვდომისთვის. გამოცემების ციფრული ასლები განთავსებულია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდზე. სტატიების ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ.