ავტორთათვის
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი ACADEMIA აქვეყნებს ხელოვნების, ხელოვნების ისტორიის, ისტორიის, არქეოლოგიის და სხვა ჰუმანიტარულ დარგებში შესრულებულ ორიგინალურ ნაშრომებს. ჟურნალი გამოიცემა ყოველწლიურად, ქართულ ენაზე.
სტატიების წარდგენის და მიღების წესები
● სტატიები, შინაარსობრივ განხილვამდე, ფასდება ჟურნალის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად. ამასთან, მოწმდება ორიგინალურობის დასადასტურებლად და პლაგიატის შესაძლებლობის გამოსარიცხად.
● სტატია უნდა იყოს ორიგინალური და ქვეყნდებოდეს პირველად.
● სტატიები მიიღება სარედაქციო საბჭოს თანხმობით.
● სტატია, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებს ჟურნალის სტანდარტებს, არ გამოქვეყნდება, საბჭოს გადაწყვეტილება ეცნობება ავტორს ელექტრონული წერილით.
● წარმოდგენილი ნაშრომი უნდა შეიცავდეს სტატიას (ავტორის სახელი და გვარი, ელექტონული მისამართი, სათაური, აფილაცია, ტექსტი), რეზიუმეს (ცალკე დოკუმენტი), ილუსტრაციებს (არსებობის შემთხვევაში) და ილუსტრაციების სიას (ცალკე დოკუმენტი).
● სტატიები ჟურნალის რედაქციას მიეწოდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: academiajournal@art.edu.ge
● სტატიების წარდგენა შესაძლებელია ყოველი წლის 1 ნოემბრამდე.
სტატიის მომზადების წესები
ავტორის სახელი და გვარი
ავტორის სახელი და გვარი მიეთითოს სრულად, აკადემიური წოდებისა და დაკავებული პოზიციის გარეშე. სახელის და გვარის ქვემოთ მიეთითოს ავტორის ელექტრონული მისამართი.
აფილაცია
ავტორის სახელისა და გვარის ქვემოთ მიეთითოს ინსტიტუცია, რომელსაც ის წარმოადგენს (სრული ოფიციალური სახელი). რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, ინსტიტუცია მიეთითოს ყოველი სახელისა და გვარის შემდეგ.
სტატიის სათაური
სათაური მკაფიოდ უნდა ასახავდეს სტატიის შინაარსს.
თუკი წარმოდგენილი სტატია პროექტის ფარგლებშია მომზადებული, სათაურის ბოლოს დაისვას ფიფქი(*), პროექტის ნომერი და სახელწოდება მიეთითოს შესაბამის სქოლიოში.
სტატიის ტექსტი
●სტატიის მოცულობა, სქოლიოების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 60.000 ასო-ნიშანს (ვრცელი ტექსტი შესაძლებელია გაიყოს და გამოქვეყნდეს ჟურნალის რამდენიმე ნომერში).
●ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word. doc ან MS Word.docx ფორმატში.
● შრიფტი -Sylfaen, ევროპული ენებისთვის - Times New Roman.
●ტექსტის შრიფტის ზომა - 11 pt., სქოლიოს შრიფტის ზომა - 10 pt.
● სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1. 5.
●ციტატები წყაროდან, ან სამეცნიერო ნაშრომიდან (Italic ) უნდა მოექცეს ბრჭყალებში (მაგ., „...“)
●საუკუნეები მიეთითოს რომაული ციფრებით (მაგ., XV–XVI საუკუნეები).
●სქოლიოს ნომერი ტექსტში დაისვას ავტომატურად, თანმიმდევრული ნუმერაციით.
●სქოლიოს ნომერი მოთავსდეს სასვენი ნიშნის შიგნით (მაგ., ისტორიული ფონის გათვალისწინებით, ქვები სავარაუდოდ, XI ან XII საუკუნეს უნდა მივაკუთვნოთ.)
● სქოლიო დაიტანება ყოველი გვერდის ბოლოს და სრულდება წერტილით.
ციტირების წესები
● სხვადასხვა დამოწმებული ნაშრომი ერთ სქოლიოში ერთმანეთისგან გამოიყოს წერტილ-მძიმით.
● წინა სქოლიოში დამოწმებული ნაშრომის შემდეგ სქოლიოში სრულად გამეორების შემთხვევაში, მიეთითოს შემოკლება „იქვე.“
● ერთ სქოლიოში იგივე ავტორის სხვა ნაშრომის დამოწმებისას, ავტორის გვარის ნაცვლად, მიეთითოს შემოკლება „მისივე“ (მაგ., R.. Cormack, Paradise Gained: The Private Use of Art, Writing in Gold: Byzantine Society and its Icons, London 1985, 215–251; მისივე, The Saint Imagined: St. Demetrios of Thessaloniki, Writing in Gold, Byzantine Society and its Icons, London 1985, 50-94).
● ავტორის ერთი ნაშრომის სხვადასხვა სქოლიოში რამდენიმეგზის გამეორებისას, მიეთითოს ავტორის ვინაობა და შემოკლება „დასახ. ნაშრ.“ და შესაბამისი გვერდები (მაგ., A. Grabar, დასახ. ნაშრ., 45–48).
● ერთი ავტორის რამდენიმე ნაშრომის დამოწმების შემთხვევაში, გამოცემის სრული მონაცემები მიეთითოს პირველი დამოწმებისას (მაგ., A. Grabar, L’Empereur dans l’art byzantin. Recherches sur l’art officiel de l’Empire d’Orient, Paris 1934, 45–48), გამეორების შემთხვევაში მიეთითოს მხოლოდ ავტორის ვინაობა, ნაშრომის სათაური არასრულად და შესაბამისი გვერდები (მაგ., A. Grabar, L’Empereur, 45–48).
● ნაშრომის ორი ან მეტი ავტორის არსებობის შემთხვევაში, ავტორთა გვარები გამოიყოს მძიმით (მაგ., K. Gallas, K. Wessel, M. Borboudakis, Byzantinisches Kreta, Munchen 1983, 60–66).
● გამოცემის რამდენიმე ადგილის არსებობის შემთხვევაში, ადგილები გამოიყოს ტირეთი (მაგ., Oxford – New York)
● დამოწმებული ნაშრომის შესახებ დამატებითი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში), მოექცეს კვადრატულ ფრჩხილებში (მაგ., [იბეჭდება, ხელნაწერი და ა. შ.])
მონოგრაფიები
მონოგრაფიის დამოწმებისას მიეთითოს ავტორის ვინაობა (სახელის ინიციალი, გვარი), ნაშრომის სათაური (Italic), გამოცემის ადგილი და წელი, შესაბამისი გვერდები (მაგ., გ. აბრამიშვილი, დავით გარეჯელის ციკლი ქართულ კედლის მხატვრობაში, თბილისი 1972, 63- 89; H. Maguire, The Icons of their Bodies: Saints and their Images in Byzantium, Princeton - New Jersey 1996, 101-102).
კრებულები
კრებულში გამოქვეყნებული სტატიის დამოწმებისას მიეთითოს ავტორის ვინაობა (სახელის ინიციალი, გვარი), სტატიის სათაური, კრებულის სათაური (Italic), გამოცემის ადგილი და წელი, შესაბამისი გვერდები (მაგ., დ. თუმანიშვილი, ეროვნულობის შესახებ ხელოვნებაში, წერილები, ნარკვევები, თბილისი 2000, 289; R.. Cormack, The Saint Imagined: St. Demetrios of Thessaloniki, Writing in Gold, Byzantine Society and its Icons, London 1985, 50-94).
კონფერენციის მასალები
კონფერენციის მასალებში გამოქვეყნებული სტატიის დამოწმებისას მიეთითოს ავტორის ვინაობა (სახელის ინიციალი, გვარი), სტატიის სათაური, კონფერენციის დასახელება (Italic), გამოცემის ადგილი და წელი, შესაბამისი გვერდები (მაგ., მ. ჯანჯალია, მ. დიდებულიძე, თამილა მგალობლიშვილი და წმინდა მიწის ქართველოლოგიური კვლევები, წმინდა გრიგოლ ფერაძის I საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“, მასალები, თბილისი 2020, 57-62;;V. Djurić, La peinture murale byzamtine: XIIe et XIIIe siecles, XV Congreses internationale d’etudes byzantines, Athens, 1976, Rapports and co-rapports, III, Athens 1979, 159-247).
პერიოდული გამოცემები
ჟურნალები
ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების დამოწმებისას მიეთითოს ავტორის ვინაობა (სახელის ინიციალი, გვარი), სტატიის სათაური, ჟურნალის დასახელება (Italic), გამოცემის ნომერი (წელი) გვერდები (მაგ., ა. ვოლსკაია, ბერთუბნის მონასტრის მოხატულობანი, საქართველოს სიძველენი, 13 (2009) 53-63; P. J. Nordhagen, Icons Designed for the Display of Sumptuous Votive Gifts, Dumbarton Oaks Papers, 41 (1987) 453–460).
გაზეთები
საგაზეთო სტატიის დამოწმებისას მიეთითოს ავტორის ვინაობა (სახელის ინიციალი, გვარი), სტატიის სათაური, გაზეთის დასახელება (Italic), გამოცემის ნომერი (წელი) გვერდები (მაგ., ზ. კიკნაძე, ვინ არის პავლე, ვინ არის აპოლო? ლიტერატურული საქართველო , 20 (14-21 ივნისი, 1996) 4).
სადისერტაციო ნაშრომები
სადისერტაციო ნაშრომებისთვის მოქმედებს მონოგრაფიების დამოწმებისთვის დადგენილი წესები, დისერტაციის წარმდგენი ინსტიტუციიის დამატებით (მაგ.,T. Mark-Weiner, Narrative cycles of the Life of St. George in Byzantine art I–II, New York 1977 (doctoral dissertation, New York University).
ელექტრონული წყაროები
ინტერნეტ გამოცემების დამოწმებისას მოქმედებს ბეჭდური პუბლიკაციებისთვის დადგენილი წესები, ვებ მისამართის დამატებით (მაგ., Medieval Wall Painting in the English Parish Church, https://reeddesign.co.uk/paintedchurch/introduction.htm)
არქივები და სხვადასხვა ფონდები
არქივებსა თუ სხვადასხვა ფონდებში დაცული მასალების დამოწმებისას მიეთითოს ინსტიტუცია, რომელშიც დაცულია მასალა, ფონდი (Italic) და საქმის, საქაღალდის ან ექსპონატის საინვენტარო ნომერი (მაგ., კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ხეც), ექვთიმე თაყაიშვილის არქივი, უბის წიგნაკი #2261, 9).
რეზიუმე
რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, ცალკე დოკუმენტად. რეზიუმე უნდა შეიცავდეს ავტორის სახელს და გვარს, ინსტიტუციას, რომელსაც ის წარმოადგენს, სტატიის სათაურს და მის მოკლე მიმოხილვას. რეზიუმეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 4 500 ასონიშანს.
ილუსტრაციები
ილუსტრაციები (ფოტოები, ნახაზები, ტაბულები) წარმოდგენილი უნდა იყოს tiff ან jpg ფორმატში, მაღალი რეზოლუციით. ილუსტრაციების მაქსიმალური რაოდენობაა - 20.
ილუსტრაციების სია
ილუსტრაციების განმარტებები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ცალკე დოკუმენტად და გამოსახულების განმარტების გარდა, შეიცავდეს ინფორმაციას ილუსტრაციის წყაროს შესახებ (ინსტიტუცია, ავტორი, წიგნი ან სტატია) (მაგ., წმ. დიმიტრის რელიკვარიუმი, XII-XIII სს., ბრიტანეთის მუზეუმი (©Trustees of the British Museum); Reliquary of St Demetrios, XIIth-XIIIth century, The British Museum (©Trustees of the British Museum). საილუსტრაციო მასალა (ფოტოები, ნახაზები, ტაბულები) უნდა დაჯგუფდეს და დაინომროს ცალ-ცალკე, ნომრები მიეთითოს ტექსტში სათანადო ადგილას ფრჩხილებში (მაგ., (სურ.1), (ნახ.1), (ტაბ.1)).